რეზონანსი
17.03.2020

უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყანაში სკოლები უნივერსიტეტები კერძო და სახელმწიფო სამსახურების ნაწილიც კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მიზეზი კი დაავადებათა კონტროლის რეკომენდაცია გახლავთ, რათა თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის გავრცელება.

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ ონლაინსწავლებაზე გადასული ბავშვების კურიოზების შესახებ. გთავაზობთ ერთ-ერთი ამბავს, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია:

“ჩემს მეორეკლასელ დას დაეწყო დღეს ონლაინსწავლება. ჯერ ეს პროგრამა ისეთი ტანჯვაა, ძლივს რეკავენ და ძლივს ვურეკავთ. ბოლოს ძლივს დაიწყო პროცესი.

2 საათის მერე ისმის ყვირილი, სიმღერა, მხიარულება და ა.შ.

გეგონება, შესვენებაზეც “ლაივში” გავიდნენ. მაგრამ არა... მასწავლებელი გაუგდიათ ჩათიდან”, - წერს მეორეკლასელი გოგონას და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×