თამთა ჩაჩანიძე
17.03.2020

ჩინეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო შესაძლოა ბავშვები იყვნენ. კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვებს, როგორც წესი, დაავადების მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, ან შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საერთოდ არანაირი სიმპტომები არ ჰქონდეთ. თუმცა, იმავე პერიოდში ინფექცია უფროსებს გადადონ. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვებში კორონავირუსზე სტანდარტულმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენოს, თუმცა ვირუსი თითქმის ორი კვირის განმავლობაში კვლავ რჩებოდეს მათ ორგანიზმში.

შესაბამისი კვლევის შედეგები პორტალ MedicalXpress-ზეა გამოქვეყნებული.

ჩინელი სპეციალისტების ეს დასკვნა ემყარება 745 ბავშვის კვლევას, რომელთა ასაკიც 2 თვიდან 15 წლამდე იყო. ყველა მათგანს შეხება ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულებთან, ან ცხოვრობდნენ ისეთ ოჯახში, სადაც ერთ წევრს მაინც ჰქონდა კორონავირუსი.

სულ 10 ბავშვს (1.3 პროცენტს) აღენიშნებოდა SARS-CoV-2 კორონავირუსი (SARS-CoV-2 არის ის კორონავირუსი, რომელიც მსოფლიოში ამჟამად გავრცელებულ დაავადება COVID-19-ს იწვევს), სადაც მწვავე სიმპტომები არ გამოვლენილა. შვიდ ბავშვს კი ტემპერატურის მომატება 39 გრადუსამდე ჰქონდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებს ჰქონდათ ყელის ტკივილი, ხველა და ცხვირის შეშუპება, მაგრამ არა კუნთებისა და თავის ტკივილი, რაც მოზრდილებში ფიქსირდება.

ბავშვების მკერდის რენტგენოგრაფიამ აჩვენა, რომ პნევმონიის ნიშნები არცერთ ბავშვს არ ჰქონდა. მათი ცხვირიდან ხორხიდან აღებულმა სინჯებმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგები აჩვენა, თუმცა, გაირკვა, რომ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ საშუალოდ 13 დღის განმავლობაში მათ ფეკალიებში მაინც ფიქსირდებოდა კორონავირუსი. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ ვირუსის გადამტანები, ვიდრე აქამდე ეგონათ.

აღსანიშნავია, რომ თავად ბავშვები კორონავირუსს მოზდილებთან შედარებით გაცილებით მარტივად უკლავდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×