ალექსანდრე კორტავა
17.03.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას უადგილოს და არადროულს უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქადაგიძის მოსმენისას განაცხადა.

ფოფხაძის შეფასებით, მმართველი პარტია ბოროტად სარგებლობს იმით, რომ ოპოზიციამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო პრაქტიკულად შეწყვიტა ხელისუფლების ოპონირება და ასეთ ვითარებაში ცდილოს მისთვის მისაღები

„ამ ვითარებაში ჩვენი ფრაქცია თავს არიდებს ხელისუფლების რადიკალურ და მკვეთრ ოპონირებას. ეს კორონავირუსის არსებობის გამო არ არის სწორი. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე ხელისუფლებას სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და თვითცენზურა განვახორციელოთ ჩვენი თავის მისამართით.

„თუ ხელისუფლება ითვალისწინებს იმას, რომ ამ საკითხზე შეიძლებოდა რაღაც ოპონირება ყოფილიყო, გასაგებია, რომ ოპოზიცია ამ ვითარებაში თავს შეიკავებს. გამოდის, რომ ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ეს კანდიდატურა დაამტკიცოს. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა, ჩვენი აზრით, შერჩეულია არასწორად და უსამართლოდ. ჩვენ მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც არ არის დამოუკიდებელი და არის პოლიტიკურად მართვადი", - განაცხადა ფოფხაძემ.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა კი კანდიდატის პირად ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება:

„პირველ რიგში ჩვენ მოვისმენთ იმას, თუ როგორი ხედვა აქვს მას ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში. რა სტრატეგია აქვს და რა გამოწვევებს ხედავს სისტემაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ორგანიზაციული, მენეჯერული თვისებები", - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×