თამარ შუკვანი
17.03.2020

რუსეთის საპატრიარქო მღვდლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ მორწმუნეებს ხელი არ გაუწოდონ საკოცნელად, ღვმთისმსახურების დასრულების შემდეგ კი ჯვარზე არ აკოცნინონ, უბრალოდ თავზე დაადონ ჯვარი. „რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს იმის გასაგებად, ხომ არ არის მოსალოდნელი მსგავსი რეკომენდაციის გაცემა, რომ ხელზე მთხვევა და ჯვარზე ამბორი დროებით აიკრძალოს, რაზეც საპატრიარქოს პრეცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაგვიცხადა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ვერ გეტყვით. ჯერჯერობით, რა რეკომენდაციებიც იყო, საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში აისახა," - აღნიშნა დეკანოზმა.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) კი მიიჩნევს, რომ მსგავსი რეკომენდაციის გაცემა მიზანშეწონილი არ არის.

„რუსეთის საპატრიარქო რას გადაწყვეტს, არ მაინტერესებს. ამ სიტუაციაში ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გაგვაჩნია. ღმერთთან ურთიერთობის იმ ფორმებში, რაც მისაღებია, არცერთი ადამიანი არ ზიანდება. არა მხოლოდ ის ვირუსია გადამდები, რასაც თქვენ გულისხმობთ, ურწმუნოების ვირუსიც გადამდებია, რომელიც მთელს მსოფლიოში არის მოდებული, კლავს ადამიანებს არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც.

„ეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე ბაქტერია თუ ვირუსი, რომელიც ადამიანებს ფიზიკურად აზიანებს. თუმცა, მთელი მსოფლიო დაზიანებულია უღმერთოების ვიურისით და ამ ვირუსს ძალიან ჩვეულებრივად გადასცემენ ადამიანები ერთმანეთს, ეს მათ სულით კლავს," - აღნიშნა მიტროპოლიტმა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×