რეზონანსი
17.03.2020

სოციალურ ქსელში მარიამ კალანდაძე აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მარიამი წერს კომპანიამ სადაც ის მუშაობდა, კუთვნილი ხელფასის 20% ჩამოაჭრა, რასაც კომპანია კორონავირუსისგან მიღებული ზარალით ხსნის.

"ამას რომ ვწერ, ისეთი გაბრაზებული ვარ, თითები მიკანკალებს სიბრაზისგან. ესაა მაგალითი, როგორ სარგებლობს კომპანია იმით, რაც საქართველოში ხდება. ჩემმა მეგობრებმა იცით, ჩემი Degusto • დეგუსტო ში მუშაობის შესახებ და და შევეცდები განვითარებული მოვლენების გამო , სხვებსაც გავაგებინო რა ხდება და როგორ.

ერთ თვეზე მეტი ვმუშაობდი ამ კომპანიში. 9 სააათიანი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ვხურავდით ობიექტს, რასაც დახლების ალაგებისა და ობიექტის დახურვის დრო ემატებოდა. შაბათ-კვირას 12 საათიანი სამუშაო გრაფიკია, პლიუს ალაგება, რომელიც მინიმუმ ნახევარი საათი გრძელდება. კვირაში 2 დღეა დასვენება, შაბათი ან კვირა და კიდევ ერთი ნებისმიერი დღე.

წესით გვეკუთვნოდა 1 სააათიანი შესვენება, რომელსაც ბოლომდე ვერ ვიყენებდით და ამ ყველაფრის , კვირაში 48 საათის (დააახლებით, შესვენებების გამოკლებითა და ოვერთაიმების დამატებით), ანაზღაურებაა 450 ლარი, რომელიც ორ ნაწილად ირიცხება თვეში. აქვე დავამატებ იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც უკვე 6 თვეზე მეტია მუშაბენ Degusto • დეგუსტო ში, შრომითი ხელშეკრულებებიც არ აქვთ გაფორმებული. სტაჟირების გასვლისთანავე მოვითხოვე ხელშეკრულება, რაზეც რამდენჯერმე მივიღე ბუნდოვანი პასუხი. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მარტის შუა რიცხვებში, უნდა დამრიცხვოდა ხელფასის ნახევარი-225 ლარი, ხოლო თვის ბოლოს-მეორე ნახევარი.

მაგრამ დღეს ჩამერიცხა 180 ლარი. ძველ თანამშრომლებს შევეხმიანე და საოცარი პასუხი მივიღე: კომპანიამ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, კორონა ვირუსისგან მიღებული ზარალის გამო 20 % ჩამოაჭრა. წარმოგიდგენიათ? უფრო მეტიც, შემცირებები დაიწყეს, ისე რომ ხალხს ან ერთი დღით რამდენიმე სააათით ადრე აფრთხილებენ. ისიც უთქვამთ, ისევ აგიყვანთო სამსახურშიო ერთი თვის შემდეგ, თუ სურვილი გექნებათო.

ამ პირობის ასრულებაში მე ეჭვი ძალიან მეპარება. არ ვიცი, რა უდა ვქნათ. არც ის ვიცი, ვინ უნდა დაგვიცვას. შრომის კოდექსი ბუტაფორიაა საქართველოში"- წერს მარიამ კალანდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×