რეზონანსი
17.03.2020

კო­რო­ნა­ვირუს­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მი და­არ­ღვია.

მი­უ­ხე­და­ვად იმ რთუ­ლი პე­რი­ო­დი­სა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს აქვს, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ ერ­თმა­ნე­თის გა­ხა­რე­ბას და ასეთ დრო­საც კი შე­უძ­ლი­ათ რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი იყონ.

კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში მცხოვ­რებ მა­მა­კაცს კო­რო­ნა­ვირუ­სი ხელს ვერ უშ­ლის, რომ კვლავ რო­მან­ტი­კო­სი იყოს. ბობ შე­ლარ­დის ცოლი, ნენ­სი ვირუ­სის გამო კა­რან­ტინ­შია. წყვილს 14 მარტს ქორ­წი­ნე­ბი­დან 67 წელი შე­უს­რულ­და და აქამ­დე ეს დღე ცალ-ცალ­კე არას­დროს გა­უ­ტა­რე­ბი­ათ.

ბობი იმ შე­ნო­ბას­თან მი­ვი­და, სა­დაც ნენ­სი კა­რან­ტინ­შია. მას თან ჰქონ­და ბუშ­ტე­ბი და ბა­ნე­რი წარ­წე­რით - "მე შენ მიყ­ვარ­ხარ უკვე 67 წე­ლია, ქორ­წი­ნე­ბის დღეს გი­ლო­ცავ".

ნენ­სიმ ქმარს ფან­ჯრი­დან ხელი და­უქ­ნია და ჰა­ე­რო­ვა­ნი კოც­ნა გა­უგ­ზავ­ნა.

"ვიცი, ძა­ლი­ან უნდა ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ არც შე­უძ­ლია და არც ამის უფ­ლე­ბა აქვს. ამის გამო თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ", - განაცხადა ბობ­მა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×