რეზონანსი
17.03.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კომპანია "გილიადმა" შექმნა პრეპარატი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ იტესტება.

მისი თქმით, საქართველოს "გილიადის" ხელმძღვანელობასთან ჰქონდა კომუნიკაცია და მათგან ელოდებიან დასტურს, რომ ეს მედიკამენტი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

რაც შეეხება ვაქცინას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მის შექმნასა და მოხმარებაში გაშვებას 1 წელზე მეტი სჭირდება.

"ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინის მომზადებას და გამოცდას დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით 1 წელი, 18 თვე, იმისთვის, რომ ვაქცინა გაეშვას ჩვეულებრივ მოხმარებაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×