თამარ შუკვანი
17.03.2020

სომხეთში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 72-ს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის თქმით, ინფიცირებულთაგან ნაწილი იზოლირებულია და მათთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ჯამურად, სომხეთშია 7 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. თუმცა, როგორც ფაშინიანმა სამი დღის წინ „ფეისბუკით" გაავრცელა ინფორმაცია, კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ახალი შემთხვევების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტა. საზღვრები ჩაკეტილი საქართველოსთან და ირანთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×