რეზონანსი
17.03.2020

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, 1 აპრილამდე ე.წ ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე გათავისუფლდება საიჯარო გადასახადისგან.

„აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან", - განაცხადა ფუტკარაძემ და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა შეამცირონ იჯარის გადასახადი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით კი სამინისტრო პროდუქტის მარაგსა და ფასების მონიტორინგს ახორციელებს. ტიტე აროშიძის განმარტებით, რეგიონში საკმარისი მარაგია და შეშფოთების საფუძველი არა არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×