
„ბიძინა ივანიშვილი თუ გადაწყვეტს, რომ გამოვიდეს საჯაროდ და მიმართოს ხალხს, ის გამოვა“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის სახელით მიმართოს ხალხს, თუ რას აპირებს ამ მძიმე ვითარებაში.
„ადამიანები, რომლებიც დღეს მიმართავენ ხალხს, წარმოადგენენ ბუტაფორიულ ფიგურებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებას არ აქვს ნდობა. კეთილინებოს ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდეს ჩრდილიდან და თავისი პარტიის სახელით განაცხადოს, რა ღონისძიებებს მიმართავს პარტია ამ მძიმე ვითარებაში“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
„გოცირიძის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება იმას, გამოვა თუ არა საჯარო მიმართვით ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ და განმარტებებსაც აკეთებენ; ამიტომ, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დამატებით რაიმე განცხადების გაკეთება საჭირო არ არის. თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ საჯაროდ გამოვიდეს და მიმართოს ხალხს, ის გამოვა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.