რეზონანსი
17.03.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მალე ქვეყანაში პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყება.

პრემიერის თქმით, არსებული დეფიციტი 1-2 კვირა გაგრძელდება.

"სამწუხაროდ, არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ გაჭირვებაზე დამატებითი მოგება ნახონ. ასეთი პრობლემა არსებობს, ნუ რას ვიზამთ. ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებში გარკვეული დეფიციტი არის, თუმცა ეს დეფიციტი გლობალურია. მე გეტყვით, რომ ჩვენ უკვე დავალაგეთ პროცესი, რომ ეს პროდუქტი ვაწარმოოთ საქართველოში, როგორც პირბადეები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. უახლოეს პერიოდში, ქართული წარმოებები დაიწყებენ წარმოებას ამ საშუალებების და ეს დეფიციტი მოგვარდება, გვექნება 1-2 კვირა პრობლემა, თუმცა, ვესაუბრეთ ჩვენს იმპორტიორ პარტნიორებს და ეს მარაგიც შეივსება,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×