რეზონანსი
17.03.2020

ვერძი

ნუ განმარტოვდებით, პირიქით შეეცადეთ სასწრაფოდ შეცვალოთ მოსაწყენი სიტუაცია და მოიფიქროთ რაიმე ახალი, გაიხსენეთ თქვენი მისწრაფებები, რა არის თქვენი ჰობი?

კურო

თქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა, სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ წვრილმანს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ტყუპები

ფინანსურად დიდი მოგების ალბათობაა, შესაძლოა დამატებით ახალი შემოსავლის წყაროც გამოგიჩნდეთ. ასევე არის ალბათობა გამოჩნდეს ისეთი საქმე, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაამყარებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი

დიდი სიამოვნებით აიღებთ საკუთარ თავზე საკმაოდ რთულ სამუშაოს, რაც კარგ სამსახურს გაგიწევთ კარიერული წინსვლის გზაზე.

ლომი

კარგი იქნება დიეტას თუ დაიწყებთ, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესსაც თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ, ეს ახლა ძალიან სასარგებლო და ეფექტურიც იქნება.

ქალწული

სიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე და სიმაღლეებთან იყავით ფრთხილად.

სასწორი

შესაძლოა დღეს ეჭვებმა შეგიპყრონ, თავი ხელში აიყვანეთ და გონივრულად იმოქმედეთ, რათა სერიოზული პრობლემა არ შექმნათ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში.

მორიელი

ნუ იმოქმედებთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, სჯობს იყოთ გულწრფელი და თქვათ სიმართლე. თქვენ ეს შეგიძლიათ.

მშვილდოსანი

კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იყავით გაბედული და შეუპოვარი, შედეგად წარმატება აუცილებლად მოვა.

თხის რქა

მოიძიეთ ახალი ნაცნობები, იყავით გულისხმიერი და მომთმენი განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მიენდეთ საკუთარ ინტუიციას.

მერწყული

შესაძლოა გარკვეული ფინანსური ოპერაციები ისე ვერ განახორციელოთ, როგორც თქვენ გსურდათ.

თევზები

ნუ შეგაშინებთ სიახლეები და ექსპერიმენტები, ახლა თქვენი ემოციური ბალანსი სასიკეთოდ აისახება ნებისმიერ საქმიანობაზე და თქვენს ცხოვრებაზე ზოგადად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×