რეზონანსი
18.03.2020

სამშობლოში დაბრუნებული ანიტა რაჭველიშვილი თვითიზოლაციაშია. მეცო-სოპ­რა­ნო ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ოთო მა­ი­სუ­რა­ძეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. აი, რას წერს მომ­ღე­რა­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ:

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. აე­რო­პორ­ტში შე­მოწ­მე­ბა იყო ისე­თი, რო­გო­რიც არც ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ასე სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და ამ სა­კითხს! გულ­დას­მით ამოწ­მებ­დნენ ყვე­ლას! ექი­მე­ბი, აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მე­სა­ზღვრე­ე­ბი, ყვე­ლა, ვინც იქ მუ­შა­ობ­და იყო უკი­დუ­რე­სად გა­დაღ­ლი­ლი და მა­ინც არ იშუ­რებ­დნენ ძალ-ღო­ნეს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ სი­ტუ­ა­ცია. 

თვი­თი­ზო­ლა­ცია არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამ რე­გუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვა არის და­უშ­ვე­ბე­ლი! ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცდი­ლო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­უმკლავ­დნენ ყვე­ლა­ფერს, ჩემ­თვის არი­ან გმი­რე­ბი! უდი­დე­სი მად­ლო­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს და მის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან თა­ნამ­შრომ­ლებს ნინო მა­მუ­კაშ­ვილს და გვან­ცა გას­ვი­ანს! ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის­თვის. თავს გა­უფრ­თხილ­დით, მე­გობ­რე­ბო, და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!", - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×