
სამშობლოში დაბრუნებული ანიტა რაჭველიშვილი თვითიზოლაციაშია. მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მეუღლესთან, ოთო მაისურაძესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და თვითიზოლაციაშია. აი, რას წერს მომღერალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ:
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ. აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ასე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს! გულდასმით ამოწმებდნენ ყველას! ექიმები, აეროპორტის თანამშრომლები და მესაზღვრეები, ყველა, ვინც იქ მუშაობდა იყო უკიდურესად გადაღლილი და მაინც არ იშურებდნენ ძალ-ღონეს, რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ სიტუაცია.
თვითიზოლაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგულაციის დარღვევა არის დაუშვებელი! ადამიანები, ვინც ამ სიტუაციაში ცდილობენ მაქსიმალური პროფესიონალიზმით გაუმკლავდნენ ყველაფერს, ჩემთვის არიან გმირები! უდიდესი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამირან გამყრელიძეს და მის პასუხისმგებლიან თანამშრომლებს ნინო მამუკაშვილს და გვანცა გასვიანს! ძალიან დიდი მადლობა ყველას მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობისთვის. თავს გაუფრთხილდით, მეგობრებო, და ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს მომღერალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე