
კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ჩიხში მოექცა. ამასთან დღითი დღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც სამსახურს კარგავს, რაც ფინანსურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება. მთავრობის წქევრთა მოწოდებაა, რომ ხალხი სახლებიდან არ გამოვიდეს და ასეთ შემთხვევაში ვინ არჩენს მათ, რაცა რამდენიმე დღეში ყველანაირი რესურსი და დანაზოგი ამოეწურებათ?
სულ უფრო მეტი აჩერებს საქმიანობას, უმუშევართა რიცხვი სწრაფად იზრდება. ამ ფონზე უფასურდება ლარი და იზრდება პროდუქტებზე ფასი.
კრიზისული ვითარების ფონზე, მთავრობა თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ სულ უფრო მეტად მოუწოდებს. ხალხი თანდათან გამოუვალ სიტუაციაში ექცევა. შეღავათებზე ჯერჯერობით სიტყვას არა ძრავს, გრადა ბანკებისა, რომელთაც უბრალოდ გადაავადეს სესხის მომსახურება.
მთავრობა ამ ეტაპისთვის კომუნალური გადასახადების გადავადებას არ გეგმავს, არადა ეს მოსახლეობას შვებას მოუტანდა. სხვა გარემოებები, თუ რით აპირებს მთავრობა ეკონომიკური პრობლემებისგან თავის დაღწევას ამ ეტაპისთვის უცნობია.
საქართველოში დღეს არსებული ვითარება უმძიმეს შედეგებს მოიტანს. ეკონომისტი ზვიად ზორგუაშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში დაუძლეველი ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.
“ცალსახაა, რომ შემცირდა დოლარის შემოდინება, ტურიზმიდან იქნება ეს თუ გადმორიცხვების სახით. ამავე დროს, ლარის კურსს სერიზული პრობლემები გუჩნდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს ბიზბესზე, დასაქმებაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზეც. 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკურ ზრდას ველოდებოდით, რაც ცოტაა, მაგრამ ახლა ამაზე ბევრად ნაკლები იქნება. უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 2%. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა შეექმნება მოსახლეობას. გაიზრდება სიღარიბე, მოიმატებს უმუშევრობა.
ყველა ვარიანტში, ახლო მომავალში ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეგვექმნება. ეს პროცესები უკვე დაიწყო. ვხედავთ, როგორ მცირდება ტურიზმი და გადაზიდვები. დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ინვესტიციებზეც სერიოზულ გავლენას მოახდენს, რადგან მსოფლიოში დასაბანდებელი კაპიტალის ნაკლებობა იქნება. ამ ყველაფერს კი, უნდა დავუპირისპიროთ მკვეთრი, რადიკალური რეფორმები. მნიშნველოვანია, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომ ინფლაცია არ გაექცეს. ამავე დროს, უნდა მიეხმარონ ლარის კურსს იმაში, რომ სხვა მკვეთრად არ გაუფასურდეს. რელურად, არაფერს არ ნიშნავს, ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც შემოგვთავაზეს, ვგულისხმობ გადასახადების გადავადებას. უფრო მნიშნველოვანია, გადასახადების შემცირება”, - განუცხადა “რეზონანსს” ზვიად ხორგუაშვილმა.
კორონავირუსის გადავლის შემდეგ, მთავარი ეკონომიკური მდგომარეობაა. სადამდე შეიძლება მივიდეს ვითარება ჯერ უცნობია, თუმცა, დღევანდელი სიტუაცია რომ მოსახლეობის ჯიბეზე ძალიან ცუდად აისახება, ეს ფაქტია.
ანალიტიკოსი არჩილ განზარდია მიიჩნევს, რომ ამჟამად დიდი გამოწვევის წინაშე ვგდავართ. მოსახლეობას უქრება შემოსავლის წყარო, რის გამოც ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების შეძენას ვერ მოახერხებენ.
“ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით ხვალ რა იქნება ან რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ასეთი ვითარება. გადასახადები როგორ უნდა გადავიხადოთ? პროდუქტები როგორ უნდა შევიძინოთ ანდა სამედიცინო მომსახურება როგორ უნდა მივიღოთ? ხელისუფლებას არც ერთი ინიციატივა არ წარმოუდგენია კომუნალური გადასახადების კუთხით, რაღაც გარკვეული თანამონაწილეობა რომ გაგვიწიოს. შესაძლოა, სულ მალე აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ პარალიზებული იყოს ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი. შესაბამისად, ვერ გადავიხდით გადასახადებს, არ გვექნება ელემენტარული სასიციცხლოდ აუცილებელი პროდუქტი თუ მედიკამენტი.
ამ პროცესში როგორ შეიძლება ვიარსებოთ? ხელისუფლება ეკონომიკური კუთხით საიმედო გამოსავალს ვერ გვაჩვენებს. მოსახლეობა ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს და დღეს ამის იმედიც ქრება.
ყველა სამუშაო დისტანციური არაა…ზოგან კი სულაც ფორს მაჟორულ რეჟიმში გადადვიდნენ ორგანიზაციები და უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი არსებობა-ფუნქციობის საკითხი.
რაც კორონავირუსი დაფიქსირდა საქართველოში, სრულად მივყვები და ვიზიარებ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგრამ არის რაღაცეები, რომელშიც მოქალაქეს საარსებო პერსპექტივა უნადგურდება და შიმშილით სიკვდილის რისკები ექმნება.
გვაქვს გადასახადები, საბანკო, კომუნალური და ა.შ. აღარაფერს ვამბობ სამედიცინო მომსახურებასა და ელემენტარულ კვებაზე. რის ხარჯზე ვიარსებოთ? რა გველის წინ? ვისაც დაავადება არ მოკლავს, შიმშილმა უნდა მოკლას პატივცემულო ხელისუფლებავ?", - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას არჩილ გამზარდიამ.