
იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოსახლეობისთვის პროდუქტი საკმარისი არ იქნება, რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქონლის საზღვარგარეთ ექსპორტი შეზღუდოს, ამის შესახებ რუსეთის პრეიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამჟამად ამის საჭიროება არაა.
მანამდე კი პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნაში საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი საქონლის უწყვეტი მიწოდების მიზნით გათვილი ნაბიჯებია საჭირო.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს, თუმცა რუსეთის მოსხლეობა კორონავირუსის გავრცელების შიშით, ბევრ პროდუქტს ყიდულობენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,ზოგიერთ სამედიცინო პროდუქტზე და აუცილებელ საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა, მარტის დასაწყისში კი რუსეთის ხელისუფლებამ ამის გამო სამედიცინო ნიღბების, სადეზინფექციო საშუალებების, ქირურგიული ხელთათმანების ექსპორტი დროებით აკრძალა.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ რუსეთი ექსპორტს დროებით შეწყვეტს, ეს საქართველოსთვის ცალსახად ცუდია.
„ამ შემთხვევაში ერთი საკითხია, სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ეპიდემიისგან დაცვა, ის, რომ რაღაცა ზარალი შეიძლება მივიღოთ, ეს ცალსახაა, რა თქმა უნდა ეკონომიკა ზარალს განიცდის, რა თქმა უნდა კერძო სუბიქტები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, იმის იმედი, რომ კრიზისი გადაივლის და ჩვენ უცებ მერე აღვიდგინოთ სიტუაცია, მცდარია, იმიტომ, რომ აღდგენის მომენტისთვის ყველა განადგურებული და დაქცეული იქნა, მაშინ ახლის შექმნას დრო დასჭირდება.
„პანიკა საქრთველოში კი არა აშშ-შია, უზარმაზარი სუპერმარკეტები ცარიელია, თანაც ეს პანიკა ყველგან ხელისუფლების დაგვიანების შედეგია, რაც შეეხება პროდუქტების მარაგს, ეს უკვე ხლისუფლებამ უნდა დათვალოს.
„რუსეთის ცალკე საკითხის განხილვა არ შეიძლება, ჩვენთან უამრავი საქონელი შემოდის, ქვეყანა სხვა ქვეყნებზეა ჩამოკიდებული - რუსეთზე, თუქრეთზე, ირანზე და ჩინეთზე ერთნირად ვართ ჩამოკიდებული, ამ შემთხვევში რუსეთში საკმაოდ ბევრი ექსპორტი გადის და საკმაოდ ბევრი რამ შემოდის, თუ დიხურება ცალსახად რა თქმა უნდა ცუდია," - განაცხადა გიორხელიძემ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ექსპორტი აკრძალა, ამით საქართველო არ დაზარალდება, რადგან ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები.
„ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ გამომდინრე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ მცირე ბაზარი გვქვს და რუსეთი ჩვენთვის უალტერნტივო მომწოდებელი არაა, შეგვიძლია ალტერნატიული გზა აზერბაიჯანიდან, ცენტრლური აზიიდან, ასევე თურქეთიდან განვიხილოთ, ასე, რომ ამას ამ ვითარებაში ასე დრამატულად არ აღვიქვამ.
„რუსეთისთვის ჩვენ 001% ვრთ, ჩვენ მოგვაწვდიან თუ არა, ამას რუსული ბაზარი ვერც იგრძნობს, იყო ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რუსეთიდან ყველაფერი საერთოდ ჩაკეტილი იყო, მაგრამ დეფიციტი პრაქტიკულდ არაფერზე არ შექმნილა, აქედან გამომდინრე, ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული და ალტერნატიული ბაზრები გვაქვს," - განაცხადა ხუხაშვილმა.