
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში სხვადასხვა პროფილის ლაბორატორია არსებობდა მათ შორის თბილისში, ასათიანის ქუჩაზე გახსნილი იყო "შავი ჭირის საწინაღმდეგო სადგური", სადაც 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელიოზის პათოგენებზე მუშაობდა. 2004 წელს აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის მშენებლობა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე.
ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა, თუმცა 2013 წლის აგვისტოში სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. 2018 წლიდან ლუგარის კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიის ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. კვლევითი ცენტრი მთელი თავისი აღჭურვილობით სრულად გადაცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში.
როგორც "რეზონანსთან" მთავრობის კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, აშშ-ს ადმიანტრაციამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ რუსეთში მოგვარებულიყო რადიაქტიული თუ სხვა ნარჩენების მოწესრიგება, გასუფთავება. აშშ-ს ადმინისრაცია ასევე მზად იყო დაეარსებინა და აეშენებინა თანამედროვე ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები ყოფილ საბჭოთა რესპულიკებში. საბოლოოდ რუსეთმა უარი თქვა.
"რაც სააკაშვილმა თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაწყდა საქართველოში ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის დაარსება, არის სრული ტყუილი, რაც მისთვის ესოდენ დამახასიათებელია. ტყუილია ისიც, რომ შემთხვევით აღმოჩნდა ერთ-ერთ სადილზე ლუგართან. სააკაშვილი რიჩარდ ლუგარს გააცნო თედო ჯაფარიძემ, რომელიც მაშინ საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, სააკაშვილი კი მაშინ პრეზიდენტი არ იყო. ტყუილი თქვა, თითქოს საქართველოში ბილოგიური იარაღის წარმოება არსებობდა.
ლუგარის კომისია მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში. აშშ-ს ადმინისტრაციამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციაში მოეგვარებულიყო რადიაქტიული თუ სხვა ნარჩენების მოწესრიგება-გასუფთავება. ჩვენ გვახსოვს ფოტოები, სადაც სენატორები ლუგარი და ობამა რუს გენერლებთან ერთად იმყოფებიან რუსეთის ყველაზე საიდუმლო ობიექტექბზე, ასეთი დროც იყო. ასევე კომისიამ შესთავაზა ყოფილ საბჭოთა რესპულიკებს, რომ აშშ-ს მთავრობა მზად იყო დაეარსებინა და აეშენებინა თანამედროვე ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები, საბოლოოდ რუსეთმა უარის თქვა, რადგან იმ დროს პუტინს და მის გუნდს დასჭირდათ აშშ-სგან მტრის ხატის შექმნა.
როდესაც უკვე საქართველოში შეიქმნა ეს ლაბორატორია და მიშამ ლუგარის სახელი დაარქვა, გადის დროს და პუტინის რეჟიმიდან წამოვიდა აბსურდული ბრალდებები. რის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ არაეთრხელ შესთავაზეს რუსეთის ფედერაციის მთავრობას და სპეციალისტებს ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შესულიყვნენ ამ ლაბორატორიაში და თავის თვალით ენახათ ყოველივე, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღეს, რადგან პუტინის რეჟიმი დღემდე ლუგარის ლაბორიტორიისგან მტრის ხატს ქმნის.
წარმომიდგენია, დღეს რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები იყვნენ ხელისუფლებაში, რა პიარ კამპანია ექნებოდათ გაჩაღებული ამ მძიმე ვითარების ფონზე, რომ სხვა ქვეყანაში ხალხი იხოცება, მაგრამ საქართველოში, მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. განსხვავებით იმ ადმაინებისა, რომლებიც დღეს უხმოდ, მშვიდად, ყოველგვარი პიარის გარეშე, თავდაუზოგავად იბრძვიან ამ მძიმე სენის დასამარცხებლად. მხედველობაში მყავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა, ჩვენი სასიქადულო ექიმები, პროფესიონალი ეპიდემოლოგები. მიუხედავად იმისა, რომ მე "ოცნების" მთავრობას" მუდამ ვაკრიტიკებ, ამ კონრეტულ შემთხვევაში უნდა ავღნიშნო, რომ მთავრობა კარგად მუშაობს," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.