
უგეზო მთვარეა 04:48 დან 15:16 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
ვერძი
შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ურთიერთობები გამწვავდეს, მაგრამ სწორედ ეს სიტუაციები დაგეხმარებათ შეიცნოთ მათი ნამდვილი ფასი.
კურო
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გეგმები ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა.
ტყუპები
ემოციურად რთული დღეა, კარგი იქნება განმარტოება და იზოლაცია, რათა შეინარჩუნოთ საკუთარი პოზიციები და ემოციური ბალანსი.
კირჩხიბი
შესაძლოა მოვლენათა სწრაფმა ცვლილებებმა დისკომფორტი შეგიქმნათ. კარგია პოზიტიურ ადამინებთან ურთიერთობა, მათთან ერთად სხვადასხვა საკითხების, პერსპექტივებისა და სიტუაციების განხილვა.
ლომი
ეცადეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ. დაზოგეთ თქვენი ენერგიები და ნუ გამოიჩენთ ინიციატივას იქ, სადაც თქვენს გარეშეც შეძლებენ მოაგვარონ საქმეები.
ქალწული
მთელი ენერგია მიმართეთ ოჯახური მყუდროების შესანარჩუნებლად, ნუ შეეცდებით თქვენი შეხედულებების მიხედვით სხვების შეცვლას, პატივი ეცით სხვათა პოზიციებს.
სასწორი
შესაძლოა დღეს გაგიჭირდეთ საკუთარი ემოციებისა და გარემოდან შემოსული სხვადასხვა განცდების შეთავსება. ნუ იქნებით კრიტიკული და კატეგორიული სხვების მიმართ.
მორიელი
კარგი იქნება თუ მოთმინებას გამოიჩენთ ირგვლივმყოფი ადამიანების კაპრიზებისა და პირდაპირობის გამო, შეეცადეთ შეარბილოთ სიტუაცია და გაუმკლავდეთ დაძაბულობასა და ხასიათ-ცვალებადობას.
მშვილდოსანი
ერიდეთ უკიდურესობებს და მოძებნეთ კომფორტისა და უსაფრთხოების ზონა. ნუ გაანაწყენებთ ადამიანებს, რომლებთანაც ახლო და საქმიანი ურთიერთობა გაქვთ, თუნდაც ამისთვის მიზეზიც გქონდეთ. იყავით მიმტევებელი.
თხის რქა
სასურველ მიზანს რომ მიაღწიოთ, ამისთვის კარგი იქნება მოიძიოთ ინფორმაციები, მიიღოთ კონსულტაცია კომპეტენტური პირისგან, გამოიჩინოთ შრომისმოყვარეობა და ძალისხმევა.
მერწყული
ყურადღება მიმართეთ მთავარი და ძირითადი საკითხისკენ, ზედმეტად ნუ დაიტვირთებით, ყველაფერს მხოლოდ თქვენი ძალებით შესაძლოა ვერ გაუმკლავდეთ.
თევზები
ნუ აჰყვებით ცდუნებებსა და პროვოკაციებს, საქმეს პრაგმატულად და აუჩქარებლად მიუდექით. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე