“ვირუსის მთავარი საკვები შიშის ენერგიაა, ამიტომ, არავითარი პანიკა, ჩვენ არ გველის ისეთი პანდემია, როგორიც ევროპაშია”
თამთა ჩაჩანიძე
19.03.2020

სხვადასხვა მკვლევარი კორონავირუსის ხანგრძლივობის სხვადასხვა დროს ასახელებს, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი კი, რაც დასახელდა - ორი წელია, რასაც ასტროლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები ზაფხულამდე გასტანს.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან" დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს - მისი აზრით: „ეს პროცესები აპრილის ბოლოსკენ დაიკლებს, მაგრამ, საბოლოოდ, საგრძნობი ივნისის ბოლოსკენ გახდება.

"კორნავირუსმა განვითარება 25 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით დაიწყო, მზის და მთვარის დაბნელებების დღეებში - ასტროლოგიური კუთხით ყოველთვის ის ნეგატიურია, რაც მზის და მთვარის დაბნელებების შუალედში იწყება და შემდგომი მზის და მთვარის დაბნელებისას მთავრდება, შემდგომი დაბნელება ჩვენ ივნისში გველის, ამიტომ ეს ყველაფერი მაქსიმუმ ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ თანდათან ჩაცხრება.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კორონავირუსი ეს ჩვეულებრივი ვირუსი არაა, ეს 50 შტამისგან შემდგარი გრიპის ვირუსია. ამიტომაცაა, რომ ვაქცინას ასე ადვილად ვერ პოულობენ. აქ დრო უნდა, მაგრამ, მთავარი სხვა რამაა, მისი წარმოშობის მიზეზია - ესაა მცირეოდენი აპოკალიფსი.

„კოსმოსი თვლის, რომ საზოგადოების სხვა ეტაპზე გადასვლაა საჭირო, იმიტომ, რომ ადამიანის გონებრივი გადასვლის მეოთხე განზომილებისთვის მომზადება იწყება. ჩვენი გონება ამჟამად მესამე განზომილებაში იმყოფება, მოდის დრო, როდესც იწყება აპოკალიფსი.

„აპოკალიფსი ხალხს აშინებს და ჰგონიათ, რომ ეს ნგრევაა. ეს არა ნგრევა, არამედ ტრანსფორმაციაა, ანუ გადასხვაფერება-განვითარება. იმისთვის, რომ სამყარომ ადამიანი უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანოს, ცნობიერების მეოთხე განზომილებაში.

„პირველი, რაც ამ კუთხით მოხდა, ეს იყო ინდიგო ბავშვების ამქვეყნად შემოყვანა, ეს პროცესი 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენი შვილები ჩვენზე გაცილებით განვითარებულები არიან, მათი გონება მახვილია, ინტუიცია მძაფრია.

„დღევანდელ პროცესში ვირუსებთან ბავშვებში პრობლემა ნაკლებია, ეს განსაკუთრებით უფროსი თაობის ხალხს აქვს - ხდება ამ ქვეყნიდან იმ სულების წაყვანა, რომელთა გონება ტრანსფორმაციისთვის მზად არაა, რომ მეოთხე განზომილებაში შევიდეს - ძალიან სერიოზული ისტორიულ-ეროვნული რევოლუციური პროცესი იწყება.

„სინამდვილეში კორონავირუსის მეშვეობით სხვა სერიოზული ცხოვრებისეული პროგრამა ჩაირთო, რომელიც ხელს გონებრივი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს.

„ვამბობდი, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს წელი სიკვდილიანობის თვალსაზრისით ყველაზე რთული იქნებოდა. გარდა ვირუსისა, ტრავმების და ავარიების ალბათობა მოიმატებს, ასევე ჩხუბები, კონფლიქტები, ხანძრები მოიმატებს, რაც ასევე მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული" - ამბობს იგი.

ცაგარელი ამბობს, რომ გარდა კორონვირუსისა, საქართველოს კიდევ ერთი ხიფათი-კალიების შემოსევა ემუქრება, რომელიც სოფლის მეურნეობას ცუდ მდგომარეობში ჩააყენებს.

„კიდევ ერთი ხიფათი, რომელსაც ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევენ და რომელიც გვიახლოვდება, ესაა კალიების შემოსევა - აფრიკიდან დაახლოებით ასი მილიარდი კალია წამოვიდა, რომლებმაც არაბებს და თურქებს გადაუარეს და ჩვენთან მოდიან. დღეში დაახლოებით ას კილომეტრს გადიან, წარმოიდგინეთ სოფლის მეურნეობის მდგომარეობა ამის პირობებში, მთავრობამ ამას სათანადო ყურადღება ახლავე უნდა მიაქციოს, რომ მერე დაგვიანებული არ იყოს.

„კოროავირუსთან დაკავშირებით ინფიცირებულების მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თანდათანობით გაიზრდება, 24 მარტს ახალი მთვარე გვაქვს და ის კვირა ფრთხილი და რთული კვირაა, რა დროსაც ინფიცირებულთა ზრდა იქნება, მაგრამ არა მკვეთრი და კატასტროფული, როგორიც იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებშია, ამ მხრივ საქართველო დანდობილი იქნება.

„ჩემს თანამემამულეებს ვთხოვ, რომ ერთი რამ კარგად გაიგონ, რომ ვირუსის მთავარი საკვები შიშის ენერგიაა, ეს დამტკიცებულია, ამიტომ არავითარი პანიკა და შიში, სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ზედმეტი შიშის გარეშე, ჩვენ არ გველის ისეთი პანდემია, როგორიც ევროპაშია.

„სიკვდილიანობის ალბათობა არის, თუმცა, უმნიშვნელო, ამის ალბათობა და რთული პერიოდი 24 აპრილამდეა, ჩვენთან ვირუსი პიკს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მიაღწევს" - განაცხადა ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×