
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"ძვირფასო მთავრობა ფრთხილად! თქვენს წინააღმდეგ მზადდება ე.წ. "მშიერი ბუნტი". ხომ იცით, რომ თქვენიანი ვარ და შესაბამისად უნდა მომისმინოთ! ეს ვირუსი არაა ისეთი მუხთალი და მძიმე, უბრალოდ ჩქარა ვრცელდება და ისევე ჩქარა გადის! მიიღეთ შვედეთის მაგალითი და გახსენით ყველაფერი! ჯოგური პრინციპით, იმუნიტეტის გაძლიერებით ჩვენ მოვერევით ვირუსს, მაგრამ ვერ მოვერევით მოროდიორობას და ყაჩაღობას, რომელიც წუთი-წუთზე დაიწყება, იმიტომ რომ ადამიანები დარჩნენ ელემენტარული პურის ფულის გარეშე, ეს კი უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი!
ამას როგორც გენეტიკოსის შვილი გეუბნებით! ყველა ბაცილა დაძლევადია, ყველაფერი ასატანია შვილის მშიერი თვალების გარდა! მიგულეთ ერთ ჯარისკაცად, მზად ვარ ყველაზე მძიმე ავადმყოფებთან ვიმუშაო, მე არ მეშინია! მეშინია, რომ მწიფდება გადატრიალება და მშიერი ბუნტი თქვენს წინააღმდეგ,
არ იქნება დანდობა! ამივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება! ჩინეთის მაგალითი საკმარისია საიმისოდ, რომ ცხოვრება ძალიან მალე ჩადგება კალაპოტში!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე