რეზონანსი
20.03.2020

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კორონავირუსის პანდემიას სამყაროს კანონზომიერებას უკავშირებს. მისი თქმით, ვირუსით დაინფიცირების შიშით სახლებში მყოფი ადამიანები საკუთარი თავების უკეთესობისკენ შეცლაზე უნდა დაფიქრდნენ.

ასტროლოგის აზრით, ადამიანებს სულიერი კათარზისი აქვს გასავლელი რის შემდეგაც სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ვირუსამდე იყო.

"გინდ ხელოვნური იყოს კორონა, გინდ ბუნებრივი, სამყაროს კანონები აქვს და ისიც ამ კანონებს დაემორჩილება. და როგორც სოლომონ ბრძენი იტყოდა-ესეც გაივლის. კანონზომიერია ისიც, რომ პანდემია სწორედ ახლა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც ბუნება ადამიანის მავნებლური ქმედებებისაგან უკიდურესად შეწუხდა. ვირუსის შიშმა ადამიანების ნაწილი მაინც დააკავა შინ და გამონაბოლქვიც კი შემცირდა ჰაერში, ვენეციის ქუჩებშიც კი დაიწმინდა ამღვრეული წყალი...

ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ, სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ახლა მატრიცაში ხდება უდიდესი პროგრამული გადატვირთვა. მანამდე კი ეს დღეები (ვიდრე ვირუსი მძვინვარებს მსოფლიოში) აჯობებს, იმაზე ფიქრს მოვახმაროთ, როგორ შევცვალოთ ჩვენი თავები უკეთესისაკენ. არავინ თქვათ, რომ იდეალურები ხართ, ყველას აქვს რაღაც მინუსი, ხარვეზი და ეს ხარვეზი გასასწორებელია.

ტრანსფორმაცია გავლილ სამყაროს, აღარ დასჭირდება ძველი "ზაპჩასტები". ამიტომ ჩვენც სულიერი კათარზისი და წმენდა გვაქვს ჩასატარებელი, რომ ახალი მოდელისათვის გამოსადეგარნი ვიყოთ", - წერს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×