
„ამ წუთში ხელისუფლება გამოწვევებს ფანტასტიკურად უმკლავდება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ძველი, გამოცდილი, მრავალმთავრობა გამოვლილი მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება და მედიკოსები დღევანდელ გამოწვევებს ძალიან კარგად უმკლავდებიან, ამის გამო ამჟამად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.
„უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა და განაცხადეს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა იქნება, აუცილებლად გამოაცხადებენ, ხელისუფლება გამოწვევებს უმკლავდება, ჩვენი მედიცინა ფანტასტიკურ შედეგებს გვაძლევს. ჩვენი მედიცინის, განსაკუთრებით კი ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის საქმიანობით გაოცებული ვარ.
„საგანგებო მდგომარეობა თითქმის რეალურად მოქმედებს, გარდა იმისა, რომ გადაადგილება აკრძალული არაა, რესტორნები და ყველა თავშეყრის ადგილები დაკეტილია. ასე რომ, მგონია, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გამოწვევებს უმკლავდება,
„მგონია, რომ საგანგებო მდგომარეობა ფორმალურად რომ გამოცხადდეს, ეს საზოგადოებაში უფრო დაძაბულობასა და ნერვიულობას გამოიწვევს იმიტომ, რომ არსებითად არაფერი არ შეიცვლება, ის, ვინც სამწუხაროდ თვითიზოლაციას არღვევს, ამას მაინც გააკეთებს. ამიტომაც არა მგონია, რომ გამოცხადებით არსებითად რამე შეიცვალოს.
„თუ ინფექციის გავრცელება უკონტროლო გახდა, მაშინ ალბათ შეიძლება, რომ გამოცხადდეს, დღისათვის მედიცინის მუშაკები კონტაქტებს პოულობენ. ეს ფანტასტიკური შედეგია. ვერცერთი ქვეყნა ვერ დაიტრაბახებს ასეთ შედეგს, თუმცა ადრე თუ გვიან შეიძლება კონტროლი დაკარგონ, მაგრამ ეს მათი ბრალი არ იქნება იმიტომ, რომ ვირუსი უხილავია, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს არსებული ზომები იმ სიტუაციასაც მოერევა," - განაცხადა მან.
მისივე თქმით, შესაძლოა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ერიდება, რადგან შესაძლოა შემდგომ შესაძლოა არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოხდეს.
„შესაძლოა უშიშროების საბჭოს სხდომაზე არჩევნებზეც იყო საუბარი, თუმცა არჩევნების გადადების საფრთხე არაა, მაგრამ მთვარია მოვლენები როგორ გაგრძელდება, ჩემი არაკომპეტენტური ხედვით მსოფლიოში როგორც ხდება ამ ვირუსის გავრცელება, წესით სურათი აპრილის ბოლოსთვის ცხადი უნდა იყოს. ჩემი აზრით პიკი მეტ-ნაკლებად გადავლილი უნდა იყოს, სადღაც მაისისთვის მსოფლიოში და საქართველოშიც სიცხადე იქნება, თუ ვირუსთან ბრძოლა საითკენ მიდის. ამის მშვენიერი მაგალითია ჩინეთი და სამხრეთ კორეა, იქ აშკარად გამოწვევას უკვე გაუმკლავდნენ.
„ამ წუთში არჩევნების გადავადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა თუ აუცილებლობა დადგა, ბუნებრივია მთვრობამ უკან არ უნდა დაიხიოს. არ გამოვრიცხავ.რომ არჩევნების გამო იყოს საგანგებო მდგომარეობის არგამოცხადება, იმიტომ, რომ კონსტიტუციის არშეცვლა მთავრობის სასარგებლოდ არ იმუშავებს, საზოგადოება შემდეგ დააბრალებს ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციის შეცვლა არ მოინდომესო.
„ამ წუთში ხელისუფლება გამოწვევებს ფანტასტიკურად უმკლავდება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ძველი, გამოცდილი, მრავალმთავრობა გამოვლილი მედ პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ამის შემდეგ ქვეყნას ეკონომიკური კრიზისი მოადგება, რასაც უკვე ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს,თუ არჩევნები გადავადდება მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იქნება.
„საჭირო იქნება უკვე გარკვეული ეკონომიკური პროგრამების შეთავაზება, თუ არადა უმუშევრობისა და სიღარიბის გამო საზოგადოება ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს,"ოცნებას" უნიკალური შანსი აქვს, რომ ვირუსთან ეფექტური ბრძოლა გამოიყენოს და არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს და პირიქით, ეკონომიკური საკითხების მოუგვარებლობამ შესაძლოა დაამარცხოს და არჩევნები წააგებინოს, არჩევნებს რაც ფრო გადასწევენ, მით უფრო ცუდია მათთვის," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.