რეზონანსი
20.03.2020

მომღერალი დათო გომართელი დღეს ფეისბუქში მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ირინა გოგოსაშვილი წერს, ათიოდე დღის წინ იტალიიდან საქართველოსკენ იმგზავრა მომღერალმა და აწ უკვე იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა დათო გომართელმა! იგი ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა, შემდეგ ერევანში და ერევნიდან თბილისში შემოვიდა! მას არსად უთქვამს, რომ იტალიიდან დაიწყო აღნიშნული მარშრუტი და გუშინ, მან ერთ-ერთ ცნობილ ინფექციონისტს დაურეკა -,,უხმაუროდ მომიგვარე ტესტის ჩაბარებაო.

პრაიმტაიმი დათოს ამ ფაქტზე კომენტარის გასაკეთებლად დაუკავშირდა, თუმცა მან უარი გვითხრა. ახლხან კი სოციალურ ქსელში შემდეგ შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.

მოგახსენებთ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და კერძოდ დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ) მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება. საქართველოში შემოსვლის დროს,საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და რეგულაციების თანახმად ვიმყოფები თვით იზოლაციაში და საბედნიეროდ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.

ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვრლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში. რაც ჩემი აზრით ძალზე საშიშია.

არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ" ინფორმაციებს. აქვე მსურს გითხრათ, რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში.

ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არამარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მძიმე მდგომარეობას. იცავს რეგულაციებსა და არ აღღვევს კანონს.

უფლის წყალობა იცავდეს საქართველოსა და მთელს კაცობრიობას.“ - წერს გომართელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×