რეზონანსი
21.03.2020

ჟურნალისტი  და მთარგმნელი თეა გვასალია წერს:

“შუადღეზე 15 წუთით გავედი სახლიდან, აქვე, დოლიძეზე, ვიყიდე რაც მჭირდებოდა და სასწრაფოდ დავბრუნდი უკან. სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იქ ჩვეულებრივად დადიოდა ხალხი ქუჩაში, მანქანას ვერსად გააჩერებდი, მაღაზიაში და აფთიაქში რიგები იყო და არავინ იცავდა ერთ მეტრიან დისტანციას.

ასე ვირუსის გავრცელებას ვერ შევაჩერებთ. არ ვუყურებდე მაინც, რა ხდება ესპანეთში! ოცი ათასს ასცდა დაინფიცირებულთა რიცხვი, ათასს - გარდაცვლილების.

ჩვენი მთავრობა ჯერჯერობით უშეცდომოდ მოქმედებს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა შევუწყოთ ხელი! მაინცდამაინც კომენდანტის საათით უნდა დაგვემუქრონ და იარაღი დაგვადონ შუბლზე, რომ დავეტიოთ სახლებში? რომ გიხარიათ, ჩინეთში იკლო ახალმა შემთხვევებმაო, გადასარევი ამბავია, მაგრამ იმ ტალღამ ახლა ევროპას დაარტყა და მართალია რამდენიმე წამალს ცდიან, ჯერ არც ერთზე არ უთქვამთ დაბეჯითებით, რომ კორონავირუსს კურნავს. და ბოლოს, აქ, ფეისბუქზე, ბევრ „მე საერთოდ არ მეშინია კორონავირუსის“ ტიპის ვაჟკაცურ პოსტს ვკითხულობ და რა მონაცემებზე დაყრდნობით ხართ ასე არხეინად, იქნებ მეც მითხრათ და დამამშვიდოთ” – წერს თეა გვასალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×