თამთა ჩაჩანიძე
21.03.2020

„არაა გამორიცხული, რომ ქვეყნა საგანგებო სიტუაციებისთვის ემზადებოდეს,"-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლას.

როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას ისახავს.

მაისაია ამბობს, რომ ეპიდემიისას ჯარს შესაძლოა ქუჩების მეთვალყურეობა, სტრატეგიული ობიექტების დაცვა და საგანგებო სიტუაციების დროს გათვალისწინებული სხვა პირობების აღსრულება დაევალოს.

„ჯარის ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ალბათ ერთგვარ ე.წ. კარანტინის რეჟიმის შექმნას ახდენენ, იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური ტიპის, ანუ ასიმეტრიული გამოწვევაა. მანამდე ასეთი ტიპის გამოწვევა არ იყო და ამას სპეციფიკური მიდგომები სჭირდება, რომელიც სპეციფიკურ კონტრ-ზომების მიღებას მოიცავს, კარანტინი ერთ-ერთი ასეთი პრევენციული ზომაა.

„და მეორე ვარიანტი - არაა გამორიცხული, რომ ქვეყანა საგანგებო სიტუაციებისთვის ემზადებოდეს. ეპიდემიის დროს ჯარს შესაძლოა დაეკისროს თუნდაც ქუჩების პატრულირება, სტრატეგიული ობიექტების დაცვა, იგივე თუნდაც გარკვეული კომუნიკაციური სისტემების გაკონტროლება და იმ პირობების აღსრულება, რომელიც საგანგებო სიტუაციების პირობებშია გათვალისწინებული.

„ფაქტიურად, საგანგებო სიტუაციების დროს, ქვეყნის მეთაური ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ხდება", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×