
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება, რაც ექიმი-ინფექციონისტის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ნიშნავს იმას, რომ თუკი დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება, ქვეყანა ამას გარკვეულწილად მომზადებული შეხვდება, რადგან მთელი სიმძიმე სამედიცინო მუშაკებზე გადადის.
„ჯერ უნდა მოხდეს მობილიზება იმ კლინიკებისა, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი პაციენტების განლაგება. იტალიაში და სხვა წარმატებულ ქვეყნებშიც, პირველი და მთავარი პრობლემა წარმოიშვა, როდესაც მასიურად მოხდა პაციენტების ინფიცირება და აღარ ეყოთ ექიმები.
„როგორც არის ომის დროს, როდესაც ჯარში გაწვევა ხდება არა მხოლოდ რეგულარული არმიისა, არამედ რეზერვიზტებისაც, ყველა ექიმი, განსაკუთრებით ინფექციონისტები, მობილიზებულები იქნებიან ამ საქმისთვის. ალბათ გაივლიან სპეციალურ მომზადებასაც, როდესაც მათი ამ საქმეში ჩართვა მოხდება.
„თუ მოხდება ინფექციის ზრდა, მაქსიმალურად საჭირო გახდება იმ ხალხის მობილიზება, ვისაც ხელეწიფება დამხრების გაწევა, შემდეგ კი სასწრაფოდ მათი გადამზადება და გამოყენება," - აღნიშნა „რეზონანსთან" ხმალაძემ.