თამარ შუკვანი
21.03.2020

იმ შემთხვევაში, თუკი სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე არ აღდგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად სასწავლო წელი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს სატელევიზიო ინტერვიუსას განაცხადა. როგორც განათლების სამინისტროში „რეზონანსს" უთხრეს, ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გზებზე, როგორიც არის ონლაინ რეჟიმში სწავლება და სატელევიზიო გაკვეთილები.

„რამდენიმე სცენარი ნამდვილად განიხილება და კონკრეტულად, რა სცენარი იქნება და როგორ, ამას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში. სამინისტრო მუშაობს ყველა ალტერნატიულ გზაზე, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს სწავლის გარეშე. ხდება სხვადასხვა მექანიზმების შეთავაზება - დისტანციური სწავლება, სატელევიზიო გაკვეთილები, პირდაპირი კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მშობლებს შორის," - აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ამ დროისთვის სტუდენტებისთვის ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს და გამოცდების გადადებაზე ან ფორმატის შეცვლაზე საუბარი არ არის:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ვინაიდან გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში, მათ გადადებაზე, ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია.

„ცენტრი იმოქმედებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებიის შესაბამისად.

„გარდა ამისა, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს, როგორც ონლაინ ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) უწყვეტ რეჟიმში (09:00 სთ - 18:00 სთ) აბიტურიენტებისათვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტებისათვის წინასაგამოცდო პერიოდში მოსამზადებელი ყველა საჭირო მასალაა განთავსებული (საგამოცდო კრებულები, პროგრამები, ტესტების ნიმუშები და სხვ.). ცენტრი ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს სარეკომენდაციო ვიდეორგოლებსაც საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) უწყვეტ რეჟიმში (09:00 სთ - 18:00 სთ) აბიტურიენტებისათვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად," - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

შენიშვნა: არსებულ სტატიაში მისი გამოქვეყნების შემდეგ, ახალი ინფორმაციის საფუძველზე, შეტანილი იქნა გარკვეული ცვლილებები. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×