თამარ შუკვანი
21.03.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანამხადაც, იკრძალება ერთად 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს. შესაბამისად, მგზავრთა რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ამის შესახებ „რეზონანსს" თბილისის მერიაში განუცხადეს.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში. შეზღუდვა არ ეხება არც მგზავრთა ნაკადს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას - მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დარჩით სახლში!"- გვითხრეს თბილისის მერიაში.

ცნობისათვის, ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 21 მარტს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×