
„დარჩი სახლში" - ეს კოვიდ-19-ით დაინფიცირებისაგან თავის არიდების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, რა უნდა გააკეთოს სახლში დარჩენილმა თვითიზოლირებულმა ადამიანმა, რომ პანიკას არ აჰყვეს და ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნას?
ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა, მისი თქმით, თუ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი არსებულ სიტუაციასთან ადეკვატურია, მაშინ იზოლაცია ჩვეულებრივი მდგომარეობაა.
„იზოლაციის დროს მასშტაბური ხედვაა საჭირო, თუ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში ადეკვატური ხარ, მაშინ ჩვეულებრივი მდგომრეობაა ის, რომ ახლა იზოლაციაში იყო.
„ამას ერთის მხრივ იზოლაციაში ყოფნა, მაგრამ, მეორეს მხრივ ამას გაფრთხილება და შესაბამისი მოქმედება ჰქვია, მთვარია, ის თუ ჩვენ ამ სიტუაციას რას დავარქმევთ და გავაცნობიერებთ იმას, თუ რას ვაკეთებთ.
"ვაკეთებთ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს, ესაა ის, რომ საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამას თვითიზოლაცია არ ჰქვია, ამას საქმე ჰქვია.
„ვიფიქროთ, რომ თითოეული ჩვენთაგანი კი ამ საქმის განმახორციელებელია, ამ საქმის სუბიექტია და საკუთარ თავებს ვუთხრათ, რომ „ყოჩაღ მე!
„ყურადღება უნდა გავამახვილოთ არსებითზე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი მედ-პერსონალის რეკომენდაციები მაქსიმალურად განვახორციელოთ" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, სახლში მყოფმა ადამიანმა სივრცის შესაბამისად შესაძლოა ბევრი საქმე გამონახოს.
„როდესაც სახლში ვსხედვართ, სახლში ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც ყოველწამიერად საქმეს მიგვაგნებინებს, თუ ჩვენ ცნობიერებით ვიქნებით, ვაკეთოთ ის, რასაც ჩვენი სივრცე გვკარნახობს, ის ოთახი, სახლი, ოჯახში ურთიერთობები, შვილები მშობლები, ნაცნობები, რომლებსაც ტელეფონის საშუალებით დავუკავშირდებით. მითუმეტეს ერთმანეთის ვიზუალურად დანახვის საშუალებაც არსებობს. ასე რომ, იმ წუთში, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით, ის რასაც არსებული გვკარნახობს, იმას ვუპასუხოთ, არაფერი სხვა.
„როდესც სამყაროში რაიმე ცვლილება ხდება, ცვლილება ასევე ჩვენს ცნობიერებაშიც ხდება, ჩვენ ახლა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე საკუთარი თავები და ერთმანეთი გვიყვარს, აღმოვაჩინეთ ისიც და ვაზეიმოთ ჩვენი შინაგანი სამყარო იმით, რომ თურმე რა კარგი ექიმები გვყოლია, თურმე ხელისუფლება როგორ ადეკვატურად მოქმედებს, თურმე სამშობლო გვქონია.
„როდესაც საერთო შეჭირვებაა, ამისი მონაწილე გახდები და ამაში ჩაერთვები, დაძაბულობა უკვე მოქმედებაში გაქვს გადაყვანილი, არაჩვეულებრივია ოთხი მარიამის მოქმედება, რომლებიც ასაკოვან და ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან, ამითი ვიზეიმოთ გავიხაროთ.
„შესაძლოა ფიზიკურად სახლიდან არ გახვიდე, მაგრამ შენი ცნობიერებით, განცდით, ემოციით, შენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების თანამონაწილე გახდე და გააცნობიერო, რომ საქმეს აკეთებ.
„ბატონების - ამირან გამყრელიძის, თენგის ცერცვაძის, პაატა იმნაძის, ქალბატონების მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძის სახეებს რომ შეხედავთ, ხომ არის განცდა იმისა, რომ კარგი ექიმების, ღირსეული ადამიანების გვერდით ვცხოვრობთ, როცა შევხედავთ გიორგი გახარიას საქმიან მოქმედებას, ხომაა იმის განცდა, რომ შენს ქვეყანაში არსებულთან მიმართებაში ყველაფერი ადეკვატურია.
„თუ რაიმე უმსგავსოს და შეუსაბამოს გავიგონებთ, გავიღიმოთ და შორს გავუშვათ, ახლა არაა ქილიკის, მწუხარების, პანიკის და ნეგატიურის დრო, ახლა საქმის დროა, ერთიანობისა და ადეკვატური მოქმედების დრო" - განაცხადა ჩაჩუამ.