რეზონანსი
24.03.2020

გადაცემაში "იმედის დილა" ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს კორონავირუსისგან მიღებული სტრესის შესახებ უნდა ესაუბრა, თუმცა პირაპირი ჩართვის დროს გაუჩერებლად იცინოდა და ეთერიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით მან დაწერ,არომ სანამ ტექნიკური ხარვეზის პრობლემას აგვარებდა, მეგობარმა მიწერა და ამაზე სიცილი აუტყდა.

"ეჰ, მაპატიეთ მეგობრებო... გამომრთეს ეგრევე აკიმივით, არ დამცალდა თერაპია. ტექნიკური ხარვეზი იყო და სანამ ტელეფონის კამერა როგორ დამეჭირა, მკარნახობდნენ, სოფო შამანიდმა, რომელიც უყურებდა ტვ-ს, მომწერა, დეგენერატოო (სიყვარულით რაღა თქმა უნდა) და რომ ამოვიდა ეკრანზე მესიჯი, ამაზე გადავბჟირდი. ისე, ამ ინტერვიუში უნდა მეთქვა, რომ responsible.ge-ს მიერ დაფინანსებულ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მკურნალობა არ შეწყვეტილა და ონლაინ გრძელდება“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×