რეზონანსი
24.03.2020

ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. ჩემთვის სულერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში, თუ ოჯახში, ყველას ვსწავლობთ, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იზრდება ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა რიცხვი.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის ჰომეოპათიურ საშუალებებზე, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ იქნება ამის იმედზე.

„ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. ? ეს რომ წამალი იყოს და შველოდეს, წაიყვანდნენ მას თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ გადაარჩინონ ის ქვეყნები, ხომ? წავიდნენ და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან. ჩვენ კარგად ვართ" , - განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×