თამთა ჩაჩანიძე
24.03.2020

მსოფლიო მოსახლეობის 20%, რაც დაახლოებით 1.7 მილიარდ ადამიანს შეადგენს, დღეის მდგომარეობით კოვიდ-19 ინფექციის შეჩერების მიზნით სოციალური იზოლაციის ზომებს დაექვემდებარა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი" იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

ამაზე წყაროს ცნობით, პანდემიის შეჩერებასთან ბრძოლაში მიმდინარე კვირას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სწორედ ამ კვირის შედეგები აჩვენებს, რამდენად ეფექტურად ხერხდება კორონავირუსის გავრცელების ტემპების შეჩერება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდ-19-ის შემთხვევების 100 ათასამდე ასვლას 67 დღე დასჭირდა, ხოლო ბოლო 100 ათას შემთხვევას კი - სულ რაღაც 4 დღე.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19 ინფექციის 378 679 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილი 16.5 თასზე მეტი ადამიანი, ხოლო ინფექციისგან 101 თასი ადამიანი განიკურნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×