ია აბულაშვილი
24.03.2020

„ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელი იქნება პრიორიტეტული ჯგუფი, ვისაც პირველ რიგში ჩაუტარდება კვლევა ამ ტესტებით. ამაზე მიდის მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში", - ასე ეხმაურება ინფექციური სავადმყოფოს დირექტორი თამაზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ჩინეთიდან საქართველოში, კვირის ბოლომდე სწრაფი ტესტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან საქართველო ორი ტიპის სწრაფ ტესტებს მიიღებს. ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელსაც საქართველოში უკვე იყენებენ. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც ტესტირებიდან პირველ ან მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას.

„რომელი იქნება პრიორიტეტული ჯგუფი, ვისაც პირველ რიგში ჩაუტარდება კვლევა სწრაფი ტესტებით, ამ საკითხზე მიდის მსჯელობა სამინისტროში. ჩემი აზრით, ალბათ სიმპტომურ პაციენტებს, რომელსაც ახლაც უტარდებათ კვლევები, სავაარუდოდ 60 წელს გადაცილებულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„ტესტები, სავარაუდოდ, დაურიგდებათ ლაბორატორიებს. ასეთი ლაბორატორია მხოლოდ თბილისში არის 7-8, ლაბორატორიები ასევე გვაქვს ზუგდიდში, ბათუმში და ა. შ. ტესტებს ალბათ ჩვენი საავადმყოფოც მიიღებს. მასმედიით კი ცნობილი გახდება, რომელ ლაბორატორიას უნდა მიაკითხონ", - განაცხადა „რეზონანსთან" თამაზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×