სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“კომუნალურების შეღავათი რა უბედურებაა?! მე არ ვეთანხმები ამ მოთხოვნას! შეღავათი კი არა უნდა დაწესდეს, არამედ 2 თვე კომუნალურის გადასახადიდან უნდა გავთავისუფლდეთ ყველა!
მე მოვითხოვ:
სახელმწიფომ და ენერგო თუ საკომუნიკაციო ორგანიზაციებმა გადაინაწილონ ზარალი და მომდევნო 2 თვე არ გადაგვახევინონ კომუნალურები ფიზიკურ პირებს! არ არის ეს კოლოსალური თანხები! მაგალითად ჩემს ოჯახში 4 სული ვართ (ორი მოსწავლე ერთი სტუდენტი) და კომუნალურებისთვის (გაზი, დენი, წყალი, დასუფთავება, ინტერნეტი, ტელევიზია) თვეში, საშუალოდ, 300-350 ლარი გვჭირდება (ისიც ზამთრის პირობებში).
სამწუხაროდ მე არ ვიცი რამდენი ფიზიკური აბონენტი ჰყავს ამა თუ იმ კომპანიას მაგრამ არა მგონია ეს ძალიან დაატყდეს და ვერ გადაიტანონ! ფულის კეთება ხომ კარგად იციან ხო და კეთილი ინებონ და გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ!”
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე