რეზონანსი
27.03.2020

ვერძი

ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ხელსაყრელი მომენტი და გავლენიანი ნაცნობობა სამსახურეობრივი წინსვლისათვის, მაგრამ ნუ დაკარგავთ წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანების ნდობას.

კურო

ყოველი მოქმედება კარგად გათვალეთ და მოიფიქრეთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმოქმედეთ თავდაჯერებულად.

ტყუპები

შეცვალეთ ის, რაც თქვენში თვითონვე არ მოგწონთ და გააანალიზეთ თქვენი მიზნები და სამომავლო ამოცანები.

კირჩხიბი

იყავით გულუხვი და გულმოწყალე. ახლა გაკეთებული სიკეთე მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ლომი

დადებითი ემოციები და ჰარმონიული შეხვედრები ურთიერთობებს გაგილამაზებთ და პოზიტივით აგავსებთ. შინაგანი ხმა სწორ გზაზე გაგიყვანთ.

ქალწული

დაასრულეთ წარსული, გაიქარწყლეთ წყენები და კონცენტრირდით დღევანდელ რეალობაზე. მალე ყველაფერი დასტაბილურდება.

სასწორი

დატკბით და ისიამოვნეთ დღევანდელი დღით, თქვენს წინ ახალი პერსპექტივები წარმატებას გპირდებიან.

მორიელი

მოიკრიბეთ ძალები, კარგად დაისვენეთ და გაიხსენეთ ძველი გატაცებები, სწორედ ახლა გეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობები..

მშვილდოსანი

მიხედეთ პირად ცხოვრებას და საკუთარი სურვილები წამოწიეთ წინ, ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი მეუღლის მიმართ რათა თქვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი და მტკიცე.

თხის რქა

ამ პერიოდში, კარგი იქნება გაიმდიდროთ თქვენი სულიერი ცოდნა და წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო სფეროში, დაეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს.

მერწყული

თამამად დაგეგმეთ მომავალი. იფიქრეთ საკუთარი საქმის წამოწყებასა ან განვითარებაზე. გამოამჟღავნეთ თქვენი დაფარული ძალები და შესაძლებლობები.

თევზები

ყველაფერი თავისი გზით მიდის. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ იღელვებთ. კარგად დაისვენეთ და მოემზადეთ მომავალი წარმატებებისთვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×