რეზონანსი
28.03.2020

უგეზო მთვარეა 03:05 დან 05:38 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს, შესაძლოა მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში.

კურო

ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა არ გაგერიდონ სანდო და ერთგული ადამიანები და არ აღმოჩნდეთ ყველასგან გარიყული.

ტყუპები

ერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, გულმოდგინედ ეძიეთ კომპრომისები და ნუ დაანახებთ თქვენს უკმაყოფილებას ირგვლივმყოფებს.

კირჩხიბი

შეგიძლიათ თავი გაინებივროთ და დაისვენოთ ისე, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მოემზადეთ ახალი შემოქმედებითი და აღმშენებლობითი საქმეებისთვის.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ თემასთან დაკავშრებულ მინიშნებებს, ნურც სხვა საკითებს დატოვებთ უყურადღებოდ. არის ალბათობა გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც დიდი ხანია კომუნიკაცია არ გქონიათ.

ქალწული

მშვიდ გარემოში, განმარტოვდით, მოიფიქრეთ რაიმე ახალი თქვენი ბიზნესითვის ან დაისახეთ მნიშვნელოვანი მიზანი. ნუ იწუწუნებთ ყოველ წვრილმანზე.

სასწორი

იზრუნეთ ძველი საქმეების მოწესრიგებასა და დასრულებაზე, დაეხმარეთ სხვებს, რათა საჭირო შემთხვევაში საპასუხო მხარდაჭერა მიიღოთ მათგან.

მორიელი

დღეს, შესაძლოა მხრებზე დიდი პასუხისმგებლობის წამოკიდებამ მოგიწიოთ, მიუხედავად სირთულეებისა ელოდეთ უკეთესობას თქვენს ცხოვრებასა და ოჯახურ ურთიერთობებში.

მშვილდოსანი

ნუ შეზღუდავთ ახლობლების ინტერესებს და თავისთავად ერიდეთ ცდუნებებს და ხარჯებს ფინანსურ სფეროში. იმოქმედეთ მეტი გონიერებითა და გულისყურით.

თხის რქა

გაერთეთ, იზრუნეთ ენერგეტიკული მდგომარეობის ამაღლებაზე. შეეცადეთ გულუხვობა გამოიჩინოთ საყვარული ადამიანის მიმართ. აჩუქეთ მათ ლამაზი წუთები და პოზიტივი საჩუქრებთან ერთად.

მერწყული

იფიქრეთ და ისაუბრეთ მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, სულ მცირე შეცდომის გამო შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ახლა ურთიერთობების გარკვევის დრო არ არის.

თევზები

მეტად იაქტიურეთ და იმოძრავეთ ეს უფრო გაგაძლიერებთ, უფრო ქარიზმატულს და მიმზიდველს გაგხდით და დაგეხმარებათ ნებისმიერი საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×