
"ვერ ვიტყვი, რომ კარანტინის გამოცხადება დაგვიანებულია, რადგან აქამდე მთავრობისა და ექიმთა იმ ჯგუფის ნაბიჯები, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში არის ჩართული, იყო თანმიმდევრული. ალბათ ახლა აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომ ეს აუცილელად გასატარებული ღონისძიება იყო. იმის შიშით, რომ ეკონომიკა დაზარალდება და ქვეყანაში შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი, თუ პანდემია არ შეჩერდა ყველა დავზარალდებით, მარტო ეკონომიკა კი არა ქვეყანა დაგვემხობა თავზე" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მთავრობის გადაწყვტილებას კარანტინის გამოცხადებაზე.
"ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებულად მიმაჩნია ის, რომ მაშინვე არ ჩაიკეტა საზღვრები, მაგრამ ალბათ ესეც გამოწვეული იყო იმით, რომ ეკონომიკა არ დაზარალებულიყო. მაგრამ მივიღეთ ის, რომ ვირუსი მაინც გავრცელდა. ხელისუფლებას აქვს ალბათ რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომ ამის აუცილებლობა გახდა საჭირო. სულ ისმოდა, რომ მთავრობამ მიხედოს ეკონომიკას, წინა პლანზე უნდა წამოვიდეს, რადგან ქვეყანა თავზე დაგვემხობაო, თუ ეს პიკი არ შეჩერდა, ყველაფერი რაც აქამდე გაკეთდა, წყალში ჩაგვეყრება. იმის შიშით, რომ ეკონომიკა დაზარალდება, მარტო ეკონომიკა კი არა ქვეყანა დაგვემხობა თავზე.
"ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების. ჩვენც მხარს ვუჭერთ როგორც მათ, ისე ხელისუფლების მხრიდან გადაგმულ ნაბიჯებს. გახარია ამ ეპიდემიის შემდეგ დაინიშნა ფაქტიურად პრემიერ-მინისტრად და მიეცა საშუალება საქმის კეთების. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა ეს კრიზისი გადაივლის, სხვა საკითხებზე მორატორიუმი გამოცხადება. მეკითხებიან, რატომ არ აქტიურობო, ჩემი აქტიურობით ხელს თუ შევუშლი ხელისუფლებას ეს კარგი იქნება? აქციებს თუ მოვაწყობთ, რა უნდა მოვითხოვოთ, ამირან გამყრელიძე გადაგესო? მე პირადად არ ვემხრობი იმ კრიტიკას, რომელიც ექიმების მიმართ გაისმის, ძირითადად ქვეყნის გარეთ აქტიურობს სააკაშვილი, ქვეყნის შიგნიც კი გვარამია. ექიმების პოპულარობის კი არ შეეშინდათ, მთავრობას გაეზარდა პოპულარობა ამ კრიზისის ფონზე და შეეშინდათ, რომ არჩევნებში მოგებული დარჩება მთავრობა. რა დროს არჩევნებია, თუ ეს პიკი არ ჩაცხრა, გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა, ვერც საკონსტიტუციო ცვლილებები მოესწრება და არჩევნები დიდი ალბათობით გადაიდება. ამიტომაც ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული რომ ეპიდემია ჩაცხრეს.
"რა შეეხება სააკაშვილის გეგმას, რომელიც გვთავზობდა ემიგრანტების შემოყვანას საქართველოში, 5 ათასი ემიგრანტის ერთბაშად ქვეყანაში შემოყვანა, მათი განთავსება კარანტინში როგორ ესახება მიშას, არ ვიცი. ამ გეგმით სააკაშვილი ემიგრანტებსაც დაღუპავდა და ქვეყანასაც. ჩვენს ექიმებს კი მინდა ვთხოვო, რომ მათ აქვთ საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ნუ ეწყინებათ ზოგიერით პოლიტიკისოს გამონათქვამი. მიხედონ თავის საქმეს, რომელსაც წარმატებით ასრულებენ და არანაირი ვალდებულება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუში. საკმარისი იქნება დღის განმავლობაში ერთი ბრიფინგის ჩატარება და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. და არა ის, რომ მთელი დღის ნაბრძოლები ხალხი, ადამიანები სიკვდილს გადაარჩინონ, დასხდნენ და ორი საათის განმავლობაში ჟურანლისტების კითხვებს უპასუხონ," - განცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.