რეზონანსი
31.03.2020

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ტრადიციული კვირის ასტროლოგიური მიმოხილვისას კორონავირუსის ეტაპებს შეეხო და რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი გამოყო:

"საქართველო ვირუსთან ბრძოლაში მიდის ძალიან კარგად, ჩვენ ყველაზე ნაკლები პრობლემები გვექნება სხვებთან შედარებით, ამას ადასტურებს პლანეტარული წყობაც. თუმცა, მზად უნდა ვიყოთ მესამე ტალღისთვის, რომელიც 8 აპრილიდან დაიწყება. საერთოდ, 3 ტალღა აქვს ამ ინფექციას, 2 ტალღა უკვე გავიარეთ და კარგადაც გავუმკლავდით, ხოლო მესამე უკვე გველის, როგორც აღვნიშნე 8 აპრილიდან და იგი გაგრძელდება 22 აპრილის ჩათვლით. 

ამ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და პრობლემებიც მეტი იქნება. ამიტომ რეკომენდაციები, რომელიც არის ყველაფერი უნდა შევასრულოთ. ჩვენთან ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ხედავთ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით როგორ უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ეს ასეც გაგრძელდება, დანაკარგი გვექნება ყველაზე დაბალი. აპრილის ბოლოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დასრულდება ივლისში", - აღნიშნა "იმედის" ეთერში მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×