რეზონანსი
31.03.2020

14 მარტს რუსმა კომ­პო­ზი­ტორ­მა, იგორ კრუ­ტო­იმ, საკუთარ დას, ალას 60 წლის იუ­ბი­ლე გადაუხადა და ამისთვის 5 მი­ლი­ონი რუბ­ლი დახარჯა. დაბადების დღეზე რუსმა პოლიტიკოსებმა და შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კარგად მოილხინეს. თუმცა, როგორც ახლახან გაირკვა, მდიდრული წვეულება შეიძლება ზოგისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

საქმე ის არის, რომ იუბილეზე იმყოფებოდა რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტისტი, 78 წლის ლევ ლე­შენ­კო, რომელსაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ეს ყველაფერი არ არის, მანამდე ლეშენკომ სხვა დაბადების დღეებსა და ტელეშოუებშიც იარა. ახლა ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია და ასეთი ბევრია, თვითიზოლაციაში არიან.

ლე­შენ­კო და მისი ცოლი ჯერ ამერიკასა და კა­ნა­და­ში იყვნენ, მერე - საფრანგეთში და იქიდან მოსკოვში ჩაფრინდნენ. საქართველოსგან განსხვავებით, იქ აზრად არავის მოსვლია, რომ სარისკო ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ ადამიანები აეროპორტიდანვე თვითიზოლაციაში ან კარანტინში გადაეყვანათ.

ახლა კი პანიკაშია ყველა ის პირი, რომლებიც მდიდრულ წვეულებას ესწრებოდნენ, მაგალითად, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ოლეგ გაზ­მა­ნო­ვი, ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი, ალექ­სან­დრ სე­რო­ვი, ირი­ნა ალეგ­რო­ვა, ალსუ და სხვები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×