რეზონანსი
01.04.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს და აცხადებს, რომ ამისთვის მხოლოდ მათი მხრიდან რეისების თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა სჭირდება.

"მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწეთ ჩვენ ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა, დანარჩენები ნაცნობობით გადანაწილდა თქვენ ნათესავებზე, მეზობლებზე და მეგობრებზე, რას დასცინით ხალხ?

გუშინ, 31-ში ვარშავიდან ჩანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული სკაიაპის" რომელსაც უნდა წამოეყვანა 190-მდე ჩვენი თანამემამულე, გაუსაძლის მგომარეობაში მყოფი, უფასოდ! და საერთოს მზად ვართ თვითმფრინავები ევროპიდან წამოვიყვანო" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×