რეზონანსი
02.04.2020

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე" სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, აკადემიური წლის გამოცხადება ბევრ პრობლემასთან ასოცირდება, თუმცა მთავრობის დღის წესრიგში ეს საკითხი მაინც დგას.

„აკადემიური წლის გამოცხადებას შემდგომი თავისი შედეგები მოყვება ბავშვებისთვისაც და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც. თუმცა, ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას. ვთანხმდებით იმაში, რომ დისტანციური განათლება სრულად ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ჩვენ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ამ დისტანციური განათლების განვითარებაზე", - განმარტა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×