რეზონანსი
02.04.2020

საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვებია. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)".

აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა.

იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია", დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.

საქართველოში ონლაინგაყიდვები პირველ აპრილს შეწყდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×