
ქართველი სპორტსმენი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მასზე არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, ის ყველას ბოდიშს უხდის, ვინც მის გამო კარანტინში მოათავსეს.
„მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა, ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო იძულებული გავხდი ეს ვიდეო ჩამეწერა.
პირველ რიგში მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ხალხს, რომელებიც ჩემს გამო კარანტინში ახლა კარანტინში იმყოფებიან, გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს, ვიცი დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.
მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება, არც ყელის ტკივილი, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს ვგრძნობდი მშვენივრად და 28 მარტს საქმეზე წავედი ქალაქ ზუგდიდში, ვინახულე ჩემი მეგობარი, ზუგდიდში ოჯახში შევედი, დავიცავი დისტანცია, რამოდენიმე ხანი ვიყავი და შემდეგ წავედი სოფელ ლიაში, ლიაში ვიყავი ოჯახში, ერთი ღამე გავატარე.
შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ბებიაჩემის საფლავზე, იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან, დისტანციურად ხელის ჩამორთმევის გარეშე. ის, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, ვითომდა რუსეთის მოქალაქე ვარ და ახალი ჩამოსული ვარ, თვითიზოლაცია არ დამიცავს და მოვიარე სამეგრელო, ეს არის ცრუ ინფორმაცია.
ისიც, რომ მე აფხაზეთიდან გადმოვედი სამეგრელოში ესეც არის ცრუ ინფორმაცია. ისიც, რომ მე ვიმყოფებოდი ჩხოროწყურს რაიონში დაბადების დღეზე ეგ არის ცრუ ინფორმაცია", - ამბობს ქართველი სპორტსმენი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე