
თითოეულ ჩვენთაგანს გაცნობიერებული აქვს გლობლური საფრთხე და იზოლაციის გამო პროტესტს თითქმის არავინ არ გამოსთქვამს, მაგრამ, მუდმივად სახლში ყოფნა მაინც რთულია. ფსიქოლოგების რჩევით, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმაზე, თუ რისი საშუალება მოგვეცა ოჯახში ყოფნით.
ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ როდესაც ადამიანი გლობლური საფრთხის წინაშე დგება, ყოფითი, ნევროზული, თუ სხვა სახის პრობლემები უკანა პლანზე ინაცვლებს.
„როდესაც გლობალურ საშიშროებასთან გვაქვს საქმე, თუ ამას ადამიანი ნორმალურად იაზრებს, მისი ყოველდღიური მიმდინარე პრობლემები, თუნდაც ყოფითი, თუნდაც ნევროზული სახის, თუნდაც ეგზისტენციალური, აბსოლუტურად ყველაფერი მეორე, მეათე და მეთხუთმეტე პლანზე გადადის.
«ფაქტიურად, სადაც საშუალო დონის, ან შედარებით რთული ფორმის ნევროზული დაავადებები იყო, ამ დიდმა გლობალურმა საშიშროებამ მთლიანად დაჩრდილა.
„რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამ შემთხვევაში ადამიანებმა მთლიანად ყურადღება უნდა გადაიტანოს იმაზე, თუ მას საშუალება აქვს, რომ საყვარელ ადამიანებთან იურთიერთონ.
« მე პირადად სამი შვილიშვილის ბებია ვარ და უბედნიერესი ვარ, რომ რამდენი წელია არ მომცემია იმის საშუალება, რომ ბავშვებს წიგნი წავუკითხო, მათთან ერთად ფილმს ვუყურო.
« მოგეცემა საშუალება, რომ ვინც სამზარეულოში წლებია არ შესულა, გაიხსენოს ალადების, ნამცხვრების, სალათების კეთება, ასევე ადამიანებს გაუჩნდათ დრო რომ წიგნები იკითხონ, რომლებიც წლების განმავლობაში დროის უქონლობის გამო ვერ კითხულობდნენ. ანუ, ადამიანს თუ უნდა, ამ ყველაფერს პოზიტიური კუთხით შეხედავს.
„თუ მითუმეტეს ჩემი გარეთ არ გასვლით საფრთხეს არც გარემოს არ ვუქმნი და არც ჩემი ოჯახის წევრებს, აქედან გამომდინარე, ამის მოტივაცია უნდა გვეხმარებოდეს, რომ ეს იზოლაცია კატასტროფად არ იქცეს.
„როდესაც ეს გლობალური საფრთხე სიკვდილ-სიცოცხლის საფრთხეს შეიცავს, ამ დროს მთლიანად ხდება ფასეულობათა გადაფასებები, ამ რაკურსით როდესაც ყოფით პრობლემებს შევხედავთ, დღეს ამ ტიპის საფრთხიდან გამომდინარე, ბევრ რაღაცაზე გვეცინება.
„მარტო დარჩენის და იზოლაციის მას ეშინია, ვისაც გარკვეულწილად მდიდარი სამყარო არ აქვს, არა აქვს ასასრულებელი ის სურვილები. რომელიც სახლში ყოფნის პროცესს მოაქვს, მათ, ვისაც მუდმივად სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, (რაშიც ცუდი არაფერი არაა), რამეთუ დღეს ეს ყველაფერი საფრთხეს შეიცავს მშვენივრად შეგიძლია ყურდღება შენი შინაგანი სამყაროს გამდიდრებაში გადაიტანო.
„როდესაც საფრთხის წინაშე არა მხოლოდ შენი ქვეყანა, არამედ სამყაროა, ამ დროს ფაქტიურად მთელი ჩვენი ფსიქიკა მისი დავითი მექანიზმიდან გამომდინარე მობილიზებას იწყებს და ჩვენ ვხდებით აბსოლუტურად მობილიზებულები, რომ ეს გადავლახოთ და გადავრჩეთ.
„მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში იზოლაციის გამო მკვეთრი პროტესტი არაა, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო საკმაოდ შეგნებული ადამიანები არიან, ერთიანი საფრთხის დროს განსაკუთრებით საქართველოში აღმოჩინდება ხოლმე. ეს მაინც ჩვენი ეთნოკულტურისა და გენეტიკური ძალიან დიდი სიმდიდრიდან გამომდინარეა, რა დროსაც ადამიანში ყველა საუკეთესო თვისების მობილიზება ხდება"-აცხადებს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, ფსიქოლოგიური პროცესი მაშინ დაიძვრება, როდესაც გლობლური საფრთხე ჩაივლის და ბევრი პოსტ-ტრავმული მდგომარეობები იქნება.
„როგორც კი საფრთხე მოიკლებს, ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ისევ ჩაერთვებიან. იმ დროს უკვე ეს მობილიზაციის ხარისხი დაიკლებს, იმიტომ, რომ საფრთხე აღარ იქნება, შესაბამისად, ჩვენი დაცვითი მექანიზმი მოსუსტდება და აი ზუსტად ამ დროს ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პროცესი დაიძვრება, იქნება უამრავი პოსტტრავმული მდგომარეობები, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
«როდესაც ინფექციის შემთხვევები იმატებს, შესაბამისად, ადამიანმა მობილიზაციის ხარისხიც უნდა გააუმჯობესოს, პანიკა და ისტერიული გამოვლინებები დაცვით მექანიზმში ვერანაირად ვერ ჩაითვლება, ამ რეალობაში რაც გვაქვს, პანიკას თუ ვაქცევთ საზღვრებში და რაციონალურ ქცევად ვაქცევთ, რომ ჩემი იზოლაცია და გარკვეული წესები უფრო გავამკაცრო, მაშინ კი ბატონო, ამ ტიპად რაციონალური პანიკური მდგომარეობა იყოს, ამაში საშიშროებას ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ რეალობა ითხოვს.
„მაგრამ, პანიკა თუ გადადის იმაში რომ დეპრესიული შფოთვები და პანიკური შემოტევები ეწყება, ასეთი პაციენტებისთვის ონლაინ რეჟიმში ფსიქოლოგები მუშაობენ" - განაცხადა მამულაშვილმა.