რეზონანსი
07.04.2020

იყო ისტორიაში ორი შემთხვევა, როდესაც ხატიდან გავრცელდა ინფექცია და ეს იყო პირდაპირი სასჯელი კონკრეტული ადამიანის ცოდვებისათვის, -ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "ტვ პირველს" განუცხადა.

"არსებობს ერთი გარემოება, რომელსაც ვერანაირი ხელისუფალი, ვერანაირი ჯადაცვის მუშაკი, როგორც თანამშრომელი, თორემ როგორც პიროვნებები, ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ პოზიციებს, ვერ დაეთანხმება. აბსულუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჯერ ისტორიაში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ბარძიმიდან, კოვზიდან ინფექცია გავრცელებულიყო. ადრეც მოგახსენებთ: ხატიდან გავრცელების შემთხვევები იყო. რამდენადაც მე ვიცი, იყო ისტორიაში ორი შემთხვევა, როდესაც ხატიდან გავრცელდა ინფექცია და იყო პირდაპირი მითითება. ეს იყო პირდაპირი სასჯელი ადამიანის ცოდვებისათვის, ოღონდ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ცოდვებისათვის იმ პერიოდში" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×