ია აბულაშვილი
07.04.2020

„საყოველთაო კარანტინის მოხსნისა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებას ხელოვნურად ვერავინ მიიღებს, ეს გადაწყვტილება რეალობიდან გამომდინარე იქნება მიღებული. ჯერ მივიდეთ 21 აპრილამდე", - აცხადებს საპრალმენტო უმრალესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადებზე საუბრისას.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარება 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა.

„არავინ არ არის დაინტერესებული, რომ გაგრძელდეს შეზღუდვები. მაგრამ ეს იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ არავინ იცის როგორც განვთიარდება მოვლენები.

„დღეის მონაცემებით საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ ამის იმედზე ვერ ვიქნებით. პირადად მე არ ვფლობ ინფორმაციას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა საკარანტინო ვადის მოხსნასთან ან გაგრძელებასთან დაკავშირებით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება რეალობიდან გამომდინარე. ანუ, როგორც წავა საქმე. ჯერ მივიდეთ მშვიდობით 21 აპრილამდე", - განაცხადა „რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×