ია აბულაშვილი
07.04.2020

„ისედაც რას ვაწარომებდით და ახლა თუ ყველაფერი გავაჩერეთ და ეკონომიკა ნულამდე ჩამოვიდა, მაშინ სად ვრჩებით? ამიტომ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა გავხსნათ სასუნთქი გზები. 1% მაინც თუ არის საშუალება, რომ რაღაც გაიხსნას და ამოუშავდეს, ეს უნდა გაკეთდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანრგ ძაბირაძე საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით.

„მესმის, რომ მთავრობას დროის დეფიციტი აქვს და ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ მან როგორც ექიმ-ეპიდემიოლოგებს, ისე ეკონომისტებსაც უნდა მოუსმინოს, რომ იპოვოს ოქროს შუალედი ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე.

„ოქროს შუალედი კი ის არის, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, დეტალების გააზრებით. ისედაც რას ვაწარმოებდით და ახლა თუ ეკონომიკა ნულამდე ჩამოვიდა, მაშინ სად ვრჩებით?

„მესმის, რომ საჭირო იყო მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ყველაფერი გავაჩეროთ. 1% თუ მაინც არის საშუალება, რომ რაღაც გაიხსნას და ამუშავდეს, ეს უნდა გაკეთდეს. ბიზნესი თუ მხარს უჭერს ხელისუფლებას ამ მძიმე ბრძოლაში, ხელისუთფლებაც უნდა მოერგოს ბიზნესს. ნელ-ნელა უნდა გავხსნათ სასუნთქი გზები და ეკონომიკა მთლიანად არ გავაჩეროთ", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×