
"საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ბრძოლა არსებობისთვის. ასე ხდება, ადამიანები ვიცვლით პროფესიას, როცა ცხოვრებას ასე სჭირდება. ალბათ მცირე და საშუალო ბიზნესსაც მოუწევს ანალოგიური რამის გაკეთება და ახალი მიმართულებების მოძიება, თუნდაც ადგილობრივი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე, ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.
"ეკონომიკაში ჩემი ცოდნა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ პროგნოზი გავაკეთო, რა შეიძლება მოჰყვეს ამ რთულ ვითარებას, მაგრამ როგორც პრემიერმა განაცხადა, ბალანსი გვაქვს დასაცავი კორონავირუსსა და ბიზენსს შორისო. ამ ბალანსის დაცვა მოხდება რაღაცის ხარჯზე. ალბათ თავად ბიზნესი წამოვა წინადადებით, როგორ ჩაერთოს ამ რთულ პროცესში.
საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ბრძოლა არსებობისთვის. ხშირად შემხვედრია ტაქსის მძღოლი, რომელსაც მოუყოლია, რომ ერთ დროს იყო მეცნიერი და ახლა მძღოლია. ხდება-ხოლმე, ადამიანები ვიცვლით პროფესიას, როცა ცხოვრება ასე მოითხოვს. ალბათ ბიზნესსაც ანალოგიური რამ მოუწევს, შეცვალოს პროფილი, რადგან მის ინტერესში იქნება გააჩინოს ისეთი პროდუქცია, რომელიც მოგებას მოუტანს. უკვე გაჩნდა ფორმულა, განვითარდეს ადგილობრივი მრეწველობა და წინა წინა პლანზე წამოვიდეს სოფლის მეურნეობა.
ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ამ უბედრებამ ბევრი რამე გახსნა, პირველ რიგში იუმორის გრძნობა, ადამიანები თავის ფსიქიკას იუმორით იცავენ. დავიჯერეთ ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს შენზე. დავრწმუნდით ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმში. მათ აჰყვა ახალგაზრდობა, დღეს ისინი მოხალისეებად მუშაობენ. ექიმობა კი ავადმყოფის მზრუნველობით იწყება. დავინახეთ ისიც, რომ ოპოზიციაში არის ძალები, რომლებიც სხვებისგან განსხვავებით, პიარზე კი არა ადამიანების გადარჩენაზე არიან ორიენტირებული. ჩუმად, უხმაუროდ ეხმარებიან შეჭირვებულ მოსახლეობას" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.