რეზონანსი
09.04.2020

სამოქალაქო აქტივისტი, ნანა ბაგალიშვილი, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს და წნორელი მეწარმის ისტორიას იხსენებს.

"წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ-მეთქი.

- გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო.

ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე.

დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? ვერა, ჰოდა იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყვავს ქიზიყელებს!!"- წერს სამოქალაქო აქტივისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×