რეზონანსი
09.04.2020

5წლის ლუკა სადუნიშვილი საჩხერეში ცხოვრობს. მისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ლუკას მშობლები ექიმები არიან და საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობენ. ვიდეო მამამ მაშინ გადაუღო, როცა კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებაზე ეჭვის გამო თვითიზოლაციაში მიდიოდა.

"ლუკას ოჯახის თითქმის ყველა წევრი ექიმია, მე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ, მამა, ბაბუა და მამიდა ნევროლოგები არიან, ერთი ბებო გინეკოლოგი, მეორე კი მეტყველების თერაპევტია. ხან მე ვარ მორიგე საავადმყოფოში, ხან - ჩემი მეუღლე, აქედან გამომდინარე, ჩვენს დანაკლისს ძალიან მტკივნეულად გამოხატავს ხოლმე. რაც შეეხება ტირილს, ჩემი მეუღლე მაშინ იყო საავადმყოფოში მორიგე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელი იყო სამედიცინო პერსონალს ვირუსით ინფიცირების საფრთხე შექმნოდა. დილით გადაწყვიტა, რომ თვითიზოლაციაში წასულიყო და ბავშვმა როდესაც ჩახუტება სთხოვა და უარი მიიღო, ასეთი რეაქცია ჰქონდა.

თავიდან ძალიან ვცდილობდით, რომ ლუკას ეს ყველაფერი ნაკლებად ეგრძნო და ენერვიულა, მაგრამ საზოგადოებაში გარკვეული პანიკა და შფოთვაა და მასზეც მოქმედებს. ვეღარ ეკონტაქტება თავის მეგობრებს, ვერ დადის ბაღში, არის ძირითადად სახლში და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განიცდის, როგორც ყველა ბავშვი. ენატრება მეგობრები და თავისუფლება", - ამბობს ლუკას დედა ნინო გუგავა "მშობლებთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×